c5323e49 2eb5 4b8d 8d5f 00987c980d5b

ავტორი: https://simsivne.ge

⭕თმის ცვენა ქიმიოთერაპიის გავრცელებული გვერდითი მოვლენაა, თუმცა მკურნალობის შედეგად გამოწვეული თმის ცვენა თითქმის ყოველთვის დროებითია.

🔸 თმის ამოსვლის სიჩქარე ინდივიდუალურია, თუმცა ძირითადად 3-6 თვე სჭირდება.

🔸საწყის ეტაპზე თმა შეიძლება იყოს სუსტი და მტვრევადი, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა და სტრუქტურა ძლიერდება. ზოგჯერ თმა შეიძლება განსხვავებული ფერის და სტრუქტურის ამოვიდეს (ხშირად ონკოპაციენტებს ხვეული თმა ამოსდით🩷)

➡თმის მოვლის რჩევები:

🔸გამოიყენეთ შესაბამისი ეთერზეთები:

🔹ალოე ვერა, როზმარინი – ხელს უწყობს თმის ამოსვლას;

🔹ქოქოსის ზეთი – ღრმად ატენიანებს და კვებავს თავის კანს, რაც ეხმარება თმის გაძლიერებას;

🔹ჩაის ხის ზეთი – ამშვიდებს თავის კანს.

⭕თავის კანის ნაზი მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რომელიც მიეწოდება თმის ფოლიკულს და აძლიერებს თმის ზრდის ციკლს.

➡თუ გსურთ დაიწყოთ თმის გასასწორებელი ან დასახვევი ხელსაწყოების გამოყენება, გახსოვდეთ, რომ თითოეული მათგანი გარკვეულწილად აზიანებს მათ, თქვენს ახალ თმას კი დაცვა სჭირდება.

➡ასეთ დროს გამოიყენეთ თმის სითბოსგან დამცავი პროდუქტები. სასურველია მოერიდოთ მათ ხშირ გამოყენებას.

🔘დაელოდეთ დაახლოებით 2-3 სმ ახალი თმის ამოსვლას, სანამ შეღებვას დაიწყებთ. შეღებვამდე სასურველია გაიკეთოთ მგრძნობელობის ტესტი. მოერიდეთ para-phenylenediamine (PPD) შემცველობის საღებავებს და ბლიჩს.

📌ხშირად დასმული კითხვა: აფერხებს თუ არა პარიკის ტარება ახალი თმის ამოსვლას?

➡არა, პარიკის ტარება ხელს არ უშლის ახალი თმის ამოსვლას. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

გთხოვთ გადააზიაროთ პოსტი, რათა მეტ ადამიანს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია🩷

გამოყენებული წყარო:

https://www.cancerhaircare.co.uk/

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *