"შენთან სტუმრად"- ვიწრო წრეში
ონლაინ "სალონური შეხვედრები"
შემოგვიერთდით – ორ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს ვიკრიბებით „შენთან სახლში“ 
საღამოდან თან წაიღებთ ბევრ სითბოს, ერთმანეთის გამოცდილებას და, შესაძლოა, საკუთარ თავზეც აღმოაჩინოთ რაღაც ახალი — რადგან ზოგჯერ ერთი გულწრფელი საუბარიც საკმარისია, რომ ნაცნობ ამბებს სხვა თვალით შევხედოთ.
ერთი მასპინძელი. ერთი თემა. ერთი საღამო – ვიწრო წრეში. 
… და შემდეგ ჯერზე, იქნებ თქვენთან შევიკრიბოთ? 
ჩვენი ონლაინ სალონური შეხვედრები ხუთშაბათობით (ორ კვირაში ერთხელ) გაგრძელდება და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მასპინძელთან ვიქნებით სტუმრად.
თუ გაქვთ თემა, რომელზეც სიამოვნებით ისაუბრებდით, გამოცდილება ან ამბავი, რომლის გაზიარებაც მეგობრულ წრეში გინდათ — გვიმასპინძლეთ! 
თქვენ ირჩევთ თემას და ქმნით თქვენი საღამოს განწყობას, ჩვენ კი მოვდივართ სტუმრად — მოსასმენად, სასაუბროდ, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და, რა თქმა უნდა, ცოტაოდენი „საჭორაოთაც“ 
მოგვწერეთ – იქნებ შემდეგი ხუთშაბათი სწორედ „თქვენთან სახლში“ გავატაროთ.
