განტვირთვის კლასები ქართული ცეკვითა და მოძრაობით

ახალი ინიციატივა – Geogian Space-ის მხარდაჭერით, ქართული კულტურის ცენტრი “ფესვები” და Ribbon for Life-ის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Georgian Space Community-ის წევრებისთვის ვიწყებთ ქართული ცეკვისა და მოძრაობით განტვირთვის კლასებს.

პროექტის მიზანია შევქმნათ თბილი და მხარდამჭერი გარემო, სადაც ქართული ცეკვა და მოძრაობა გახდება ფიზიკური აქტივობის, ემოციური კეთილდღეობის, სოციალური კავშირისა და საკუთარ კულტურულ ფესვებთან სიახლოვის საშუალება.

კლასებში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანებს, მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,
  • ასევე მათ, ვინც გაიარა ან ამჟამად გადის შესაძლო დიაგნოზის მოლოდინთან და მასთან დაკავშირებულ ემოციურ სტრესთან გამკლავების პერიოდს.

წინასწარი საცეკვაო გამოცდილება საჭირო არ არის. მთავარი მიზანი პროფესიული ცეკვის სწავლა კი არა, მოძრაობა, ურთიერთობა, მხარდაჭერა და ერთად გატარებული პოზიტიური დროა.

🗓  ვიწყებთ: 18 ოქტომბერს
ყოველ კვირას, დილის 9:00 საათზე
📍 მისამართი: ქართული კულტურის ცენტრი “ფესვები” – 2002 McDonalds, Brooklyn, NY 11223

Georgian Space Community-ის წევრებისთვის კლასებზე დასწრება უფასოა❤️

თუ ჯერ არ ხართ Georgian Community-ის წევრი, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და გახდეთ ჩვენი წევრი.

ადგილების რაოდენობისა და კლასების უკეთ ორგანიზებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე

რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები დაემატებიან სპეციალურად შექმნილ WhatsApp ჯგუფში, სადაც მიიღებენ კლასებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

გელოდებით ერთად შევქმნათ პოზიტიური კვირა დღე!