ჩვენი GeSpace Community-ს ხმა

ჩვენ გვჯერა, რომ რთულ გზაზე ყველაზე დიდი ძალა ადამიანების გვერდში დგომას აქვს.
სწორ დროს ნათქვამი სიტყვა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა და იმედი — ხშირად იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ეს სივრცე ეკუთვნის ჩვენი Community-ის წევრებს — ადამიანებს, რომლებიც გულით უგზავნიან სიყვარულს, გამხნევებას და პოზიტიურ ენერგიას ონკო პაციენტებსა და მათ ოჯახებს.
ჩვენ ერთად ვქმნით გარემოს, სადაც არავინ რჩება მარტო.
გარემოს, სადაც შიში ნელ-ნელა იცვლება იმედით,
სისუსტე — ძალით,
და რთული დღეებიც კი — მხარდაჭერის შეგრძნებით.
Ribbon for Life-ის ფარგლებში გვინდა, თითოეულ ადამიანს შევახსენოთ:
თქვენ ძლიერი ხართ.
თქვენ მარტო არ ხართ.
თქვენი ისტორია მნიშვნელოვანია.
ჩვენი Community-ის თითოეული სიტყვა არის პატარა სინათლე მათთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, მოტივაცია და რწმენა.
-ერთად ვიპოვნით ბალანსს-
სიყვარულით, იმედითა და მხარდაჭერით — ჩვენი GeSpace community-ის წევრების სურვილები მათთვის, ვინც ცხოვრების განსაკუთრებულ გზას გადის
🌼 🌼 🌼
“ესეც გაივლის… აუცილებლად შეცვლის სინათლე სიბნელეს. მთავარია ჩვენ ეს ვირწმუნოთ ❤️
ლიკა შავლიაშვილი
“ჯანმრთელობას გისურვებთ!!! ყველაზე დიდი სიმდიდრეა – მალე მოგეპოვებინოთ და სულ უახლოეს მომავალში ისე გაძლიერდით, რომ სხვებს მიეხმაროთ და გაამაჯვებინოთ ამ ბრძოლაში.”
ეკა ილურიძე
“გისურვებთ გამძლეობას, ღვთის პოვნას, ლოცვას და ბევრს სიყვარულს.”
ავტორის გარეშე
“იბრძოლეთ, არ დანებდეთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ.”
ნათია გაგუა❤️
“იცხოვრე სრულფასოვნად, შენ არ ხარ მარტო.”
ანა ლოსაბერიძე
“გისურვებთ ბევრ ბედნიერ და ხალისიან და სიხარულით სავსე დღეებს.”
მაკა ბართაია
“კიბო განაჩენი არ არის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სურვილს რომ იბრძოლოთ ბოლომდე.”
მარიამ გაბიტაშვილი
“I wish you positivity, and know that no matter what, you will survive and live a happy, healthy, and harmonious life.”
Without the author’s name
“რთული პერიოდი დროებითია, არასდროს დაკარგოთ რწმენა, ჯანმრთელობას, ძალას და სიყვარულს გისურვებთ. ერთი ნაბიჯით ყოველდღე უკეთესობისკენ!” ❤️
ნათია
“არასდროს დანებდეთ ❤️ ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ. ყოველი ახალი დღე კიდევ ერთი ნაბიჯია გამოჯანმრთელებისკენ. სიმტკიცეს გისურვებთ.” ❤️
ლიკა ზედგინიძე
“ბედნიერება და ულევი სიხარული საყვარელ ადამიანებთან ერთად და რაც მთავარია უხვი ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე.”
ხათუნა ქორიძე ❤️
“ნანუკა, შენ ხარ უძლიერესი ადამიანი, შეუპოვარი და ძალიან ლაღი. ახალი ძალა და მოტივაცია ხარ უამრავი ქართველი ქალბატონებისთვის. შენი საქმიანობით და უმნიშვნელოვანესი პროექტებით წარმატებას გისურვებ. მეგობარო, მიგულე შენს გვერდით.”
თამარა მიქაძე
“გთხოვ გახსოვდეს, რომ მე შენ მჭირდები! ჩვენ ერთნი ვართ და ჩემს გვერდით უნდა იყო! მე შენგან გაძლიერება მჭირდება. მიყვარხარ და ვიცი, რომ ჩემს სტრესებს შენი თანადგომით მოვერევი. მადლობა, რომ არსებობთ.”
ბელა თევდორაშვილი
“კიბო განაჩენი არ არის, პოზიტიური ფსიქოლოგიური მიდგომა ამარცხებს დაავადებას. გისურვებთ ჯანმრთელობას.”
პატივისცემით, მარინე ნიჟარაძე
“ძვირფასო და ძალიან ლამაზო! სულ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ და ჯანმრთელად დაბერებას!”
თეა ალფაიძე
“ჩემო კარგო! მინდა იცოდე, რომ ესეც ჩაივლის. შენ კარგად იქნები, ისევ დატკბები ცხოვრებით. გახსოვდეს, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ შენი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, შენ მათ სჭირდებით. იყავი ძლიერი, შენ ამას შეძლებ. კიდევ ძალიან ბევრი რამ დაგრჩა გასაკეთებელი. ის რაც გაგაბედნიერებს, ამიტომ იბრძოლე და გაიმარჯვე!!!”
მარიკა ❤️
“მინდა გისურვებთ სულიერი სიძლიერე ❤️ და რწმენა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!” ❤️
მაკა ალფაიძე
“Strength and soon recovery 100%”
Without the author’s name
“არასდროს დაკარგო იმედი, წინ ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე გელოდება. ჩვენ შენს გვერდით ვართ, სიყვარულით.”
თეა რუხაძე ❤️
“გაიღიმე 😊 ყველაფერი კარგად იქნება.”
ლამარა გოგინაშვილი
“ჩვენო ნაცნობო და უცნობო მეგობრებო, არასოდეს დაკარგოთ რწმენა, რადგან ამ სამყაროში სასწაულები ხშირად არა, მაგრამ მაინც ხდება და ამ სასწაულს შევთხოვ ღმერთს თქვენთვის, რომ მრავალი ბედნიერი წელი ბედნიერად გაატაროთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან. გიგზავნით ბევრ სიყვარულს და კეთილ სურვილებს.”
მზია წულუკიძე
“ფსიქოლოიური მხადაჭერა პრევენცია და იმედი იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება.”
მანანა მაჩაშლიშვილი
“ყველა ონკოპაციენტს გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, მხნეობას, მჯერა, თუ იმედით, შემართებით ვიქნებით, ყველა დაავადებას და განსაცდელს დავამარცხებთ.”
მაკა მელიქიშვილი
“სანუკვარი ოცნების ასრულებას! ❤️
ნინო პირველაშვილი
“Tell yourself that you are strong, you are powerful, and that you will get through it no matter what.”
Salome Khorava
“ყველა ონკოპაციენტს ვუსურვებ, ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელებას!” ❤️
ავტორის გარეშე
“ცხოვრება სრულდება მაშინ, როცა თავად გადაწყვეტთ ამას. მხოლოდ მიმღებლობით არის შესაძლებელი ამის გამკლავება ❤️ გიყვარდეთ თქვენი თავი ყველაზე მეტად ❤️❤️❤️
ირმა მესაბლიშვილი 🙂 ❤️
“My wish for people with cancer is that they are able to live lives full of happiness, love, and abundance.”
Nancy Cornelius
“არასდროს დაკარგოთ შინაგანი სიმტკიცე და იმედი ❤️ თქვენ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენა არ გავალიათ! თქვენი თამამი ნაბიჯები ონკო პაციენტებს უდიდეს სტიმულს აძლევს.”
ქეთევან წურწუმია
“ვუსურვებ ყველა ადამიანს ქონდეს საშუალება (ფინანსური და ა.შ), რომ მივიდეს ექიმთან და შეძლოს ნებისმიერი სახის დაავადების პრევენცია. ონკოპაციენტებს ვუსურვებ ფიზიკურ და მენტალურ სიძლიერეს, რადგან ეს ყველაზე ძლიერი ენერგიაა დაბრკოლებების დასაძლევად.”
ნინა მოსიაშვილი
“ყველა ონკო პაციენტს ვუსურვებ ჯანმრთელობას. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად ძლიერი იყვნენ ❤️ სიმსივნე განაჩენი არ არის.”
ავტორის გარეშე
“ყველა ქალბატონს ვუსურვებ ჯანმრთელობას, თავისი თავის ჯეროდეს რომ ყველფერი გამოუვა. ვურვებ პოზიტიური მსჯელობას და სილამაზეს.”
ხათუნა გოგოხია
“იმედი და ჯანმრთელობა თითოეულ ჩვენგანს.”
ნინო მალანია – ონკო პაციენტი, დიაგნოზი კანის კიბო. 63 წლის
“One hell can be someone eles heaven. Be hopefull, believe in tommorow.”❤️
Etuna Nemsadze
“შენ ხარ ძალიან ძლიერი, შენ ხარ ძალიან ლამაზი. ყველაფერს შეძლებ ❤️ ცხოვრება ღირს ამად ❤️
თამუნა გ.
“შენ ამას შეძლებ!!! შენთან ვარ!!! გულით და გონებით და გრძნობით!!!”
ელენე ხუროძე
“დიაგნოზი მიიღე როგორც განსაცდელად ღმერთისგან (დროებით პრობლემად), რაც ნიშნავს რომ ძველი, ცუდი სიზმარივით გაგხსენდებათ. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას.”
ავტორის გარეშე
“თბილ გარემოცვას და გამოჯანმრთელებას.”
თამარ მაისაშვილი
“”ონკო პაციენტებს ვუსურვებ, რომ ამ ჯანმრთელობის გამოწვევის აუცილებლად დამარცხების შემდეგ, თავიანთ სიცოცხლეში აღარასოდეს, აღარასოდეს შეექმნათ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რადგან უკვე გადაიხადეს საფასური.”
სოფიკო გეგუჩაძე
“თქვენი გამბედაობა და სიძლიერე ყველასთვის მაგალითია. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდ დღეეებს და ბევრს სიყვარულს.” ❤️
თამარ კობაიძე
“როცა ხარ ძალიან ძლიერი, განსაცდელი მოდის ხოლმე, იცხოვრე დღევანდელი დღით, დატკბი და ისიამოვნე ყოველი წამით.. ცხოვრება ლამაზია, უამრავი ნათელი ფერით…ჩვენ ქალები ვართ ძალიან ძლიერები… მიყვარხართ…”
კატო
“გისურვებთ ურყევ რწმენას ღმერთის და საკუთარი თავისადმი! რწმენა მთებს დაძრავს!… ეს გახსოვდეღ მუდამ!” ❤️
ია ურუშაძე
“შენ გაიმარჯვებ.”
ნანიკო ავალიანი ❤️
