რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს პორტის იმპლანტაციას? (ნაწილი 2)

1300ac54 f028 43a7 b262 1c87e55abc3a

ავტორი: https://simsivne.ge

⭕ნებისმიერ ქირურგიულ მანიპულაციას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები. გამონაკლისი არც პორტის იმპლანტაციაა. ამის შესახებ თითოეული პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს.

➡რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოჰყვეს პორტის იმპლანტაციას?

1️⃣ინფექცია – შეიძლება განვითარდეს კათეტერში ან პორტის ირგვლივ. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ:

➡სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი პორტის ირგვლივ

➡ჭრილობიდან გამონადენი

➡შეშუპება მკლავზე, გულმკერდზე, კისერზე

➡მაღალი სიცხე (> 37.5°C)

➡სისუსტე, კანკალი, სუნთქვის გაძნელება

🔘ინფექციის დროს ინიშნება ანტიბიოტიკი. თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, პორტი შეიძლება ამოიღონ.

2️⃣თრომბი (სისხლის შედედება) – თრომბი შეიძლება განვითარდეს ვენაში, სადაც კათეტერია მოთავსებული. სიმპტომებია:

➡შეშუპება

➡სიწითლე

➡ტკივილი პორტის მხარეს

🔘მკურნალობა ხდება ანტიკოაგულანტებით. თუ არ გაამართლა, პორტის ამოღება გახდება საჭირო.

3️⃣დაბლოკვა – კათეტერი შეიძლება ნაწილობრივ ან სრულად დაიბლოკოს, რაც ართულებს მკურნალობას ან სისხლის აღებას.

🔘ამ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციალური ხსნარი გასაწმენდად ან საჭირო გახდეს პორტის ამოღება.

➡️ზოგადი რეკომენდაციები:

🔸პორტის იმპლანტაციიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად ნუ ივარჯიშებთ;

🔸თუ პორტი ხელზე გაქვთ, ნუ ასწევთ მძიმე ნივთებს (>7 კგ) იმ ხელით;

🔸თუ რაიმე მიზეზით სავადმყოფოში მოხვდით, აუცილებლად აცნობეთ ექიმს პორტის შესახებ;

🔸სასურველია გქონდეთ სამაჯური/ფოტო, სადაც ეწერება პორტის დეტალები.

[პოსტში გამოყენებული ფოტო დაგენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ და ვიზუალურად წარმოაჩენს პორტის მდებარეობას სხეულზე]

გამოყენებული წყარო:

1. https://www.cancerresearchuk.org/…/into-your…/portacath

2. https://www.cancercenter.com/…/ports-and…/chemo-port

3.https://www.macmillan.org.uk/…/cancer…/implantable-ports

4. https://www.breastcancer.org/…/what-to-expect/ports-caths

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *