9491059e 2bee 49d7 b603 d6dc4a2fc8d6

ავტორი: https://simsivne.ge

⭕ქიმიოთერაპიას ახასიათებს როგორც მოკლევადიანი, ასევე გახანგრძლივებული გვერდით ეფექტები. ისინი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დასრულებიდან თვეების ან წლების შემდეგ.

➡რამდენ ხანს გრძელდება გვერდითი ეფექტები?

✔️ზუსტ დროს ვერავინ გეტყვით. ზოგიერთი სიმპტომი იწყება მკურნალობის დროს და მისი დასრულებისთანავე ქრება, ზოგჯერ კი ეს გვერდითი ეფექტები მკურნალობის შემდეგ იწყებს გამოვლენას და წლების განმავლობაში გრძელდება.

➡შესაძლებელია თუ არა გვერდითი მოვლენების პრევენცია?

✔️სრულად პრევენცია შეუძლებელია, თუმცა ექიმების ჯგუფთან კონსულტაცია ეხმარება პაციენტს მკურნალობის სწორად შერჩევასა და რისკების შეფასებაში.

➡ქვემოთ გთავაზობთ ქიმიოთერაპიის გახანგრძლივებული გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს და მათი მართვის და სკრინინგის გზებს:

1️⃣ძვლის სიმკვრივის შემცირება და სახსრების ტკივილი

ქიმიოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი (ძვლების სიმკვრივის შემცირება).

🔘მართვა: ექიმის მიერ დადგენილი პერიოდით უნდა ჩატარედეს დენსიტომეტრია, რომელიც აფასებს ძვლის სიმკვრივეს. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

2️⃣ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ქიმიოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს არითმია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის სარქველის დაზიანება, ინსულტი და ა.შ.

🔘მართვა: კარდიოლოგის მიერ დადგენილი ვადებით გულზე რეგულარული მონიტორინგი (კარდიოგრამა, გულის ექოსკოპია), ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა.

3️⃣ ფილტვების პრობლემები

ფილტვების მოცულობის შემცირება;

ფილტვის ფიბროზი (ნაწიბუროვანი ქსოვილი ფილტვებში);

ანთება;

სუნთქვის გაძნელება;

🔘მართვა: თამბაქოზე უარის თქმა, რეგულარული ვარჯიში, პულმონოლოგის კონსულტაცია ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე.

4️⃣ კოგნიტური დარღვევები (“ქიმიო-ტვინი”)

მეხსიერების, კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითება/დეფიციტი;

🔘მართვა: სრულფასოვანი კვება, ძილი, კოგნიტური სავარჯიშოები.

5️⃣მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

დეპრესია, შფოთვა, სხეულის აღქმის ცვლილება, პოსტ-ტრავმული აშლილობები, მარტოობა და ბრაზის განცდა;

🔘მართვა: ფსიქოთერაპია და სოციალური მხარდაჭერა.

6️⃣სმენასა და მხედველობაზე ზემოქმედება

ქიმიის ზოგიერთი პრეპარატი აზიანებს სმენის ნერვებს და იწვევს სიყრუეს. თვალებზე კი შესაძლოა განვითარდეს სიმშრალე, კატარაქტა ან სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება.

🔘მართვა: ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, აუდიოგრამა (სმენის ტესტი) და ოფთალმოლოგიური კვლევები.

7️⃣ჰორმონალური ცვლილებები

სექსუალური სურვილის შემცირება (ლიბიდოს დაქვეითება)

ცხელი ტალღები (ალები)

შარდის ბუშტის პრობლემები

მენსტრუაციის შეწყვეტა (მამაკაცებშიც შეიძლება გამოვლინდეს ერექციული დისფუნქცია)

🔘მართვა: ჰორმონალური სიმპტომების ეფექტური მართვა მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას, რაც გულისხმობს გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ონკოლოგისა და ფსიქოლოგის ერთობლივ მუშაობას.

8️⃣უშვილობა

ქიმიოთერაპია უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციებზე.

🔘მართვა: მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ რეპროდუქტოლოგს და განიხილეთ ემბრიონების ან სპერმის შენახვა.

9️⃣ ნერვული სისტემის დაზიანება (პერიფერიული ნეიროპათია)

სიმპტომები: ჩხვლეტა, დაბუჟება, ტკივილი ხელ-ფეხში.

🔘მართვა: ფიზიოთერაპია და ჯანსაღი ცხოვრების წესი. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაცია ნევროლოგთან.

🔟 კბილების და პირის ღრუს პრობლემები

ემალის დაზიანება, ღრძილების მგრძნობელობის მომატება;

კარიესის მომატებული რისკი;

ნერწყვის რაოდენობის შემცირება;

🔘მართვა: რეგულარული კონსულტაცია სტომატოლოგთან და პირის ღრუს განსაკუთრებული ჰიგიენა.

↪️აღდგება თუ არა ორგანიზმი ქიმიოთერაპიის შემდეგ სრულად?

ზოგი პაციენტის ორგანიზმი სრულად აღდგება, თუმცა ზოგჯერ ქიმიოთერაპია იწვევს სასიცოცხლო სისტემების მუდმივ დაზიანებას, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს.

გამოყენებული წყაროები:

11 long-term side effects of chemotherapy: Duration and more

Late and Long-term Effects of Cancer | American Cancer Society

Long-Term Side Effects of Chemotherapy

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *