
რა დროს არის რეკომენდებული იმპლანტირებული პორტი?
პაციენტს, რომელსაც ქიმიოთერაპიის კურსის გავლა სჭირდება, ონკოლოგმა შეიძლება ურჩიოს პორტის იმპლანტაცია.(გასათვალისწინებელია ქიმიოთერაპიის კურსისა და პრეპარატის გადასხმის ხანგრძლივობა, პაციენტის ვენების მდგომარეობა და სხვა ფაქტორები).
პორტი გამოიყენება ქიმიოთერაპიის, მედიკამენტების შეყვანის ან სისხლის ნიმუშების ასაღებად. პორტი შესაძლო დაზიანებისგან იცავს ვენებს. ასევე მოსახერხებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც რთულად მისადგომი ვენები აქვს.
რა არის იმპლანტირებული პორტი (ქიმიოთერაპიის პორტი)?
იმპლანტირებული პორტი არის მცირე მოწყობილობა, რომელიც თავსდება კანის ქვეშ (პორტი თავსდება კანსა და კუნთს შორის არსებულ რბილ ქსოვილში).
პორტი შედგება რეზერვუარისა და კათეტერისგან. კათეტერი არის თხელი, რბილი და მოქნილი მილი, რომელიც თავსდება გულმკერდის ან მკლავის კანქვეშ. მილის ერთი ბოლო შედის დიდ ვენაში, მეორე ბოლო კი უკავშირდება პორტს.
პორტი დამალულია და მხოლოდ მცირე ბორცვივით იგრძობა კანქვეშ.
როგორია პორტის იმპლანტაციის პროცედურა?
პორტის იმპლანტაცია მარტივი ქირურგიული პროცედურაა, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიით. პროცედურას ატარებს რადიოლოგი ან სპეციალიზებული ექთანი და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. პაციენტი იმავე დღეს ბრუნდება სახლში.
რამდენ ხანშია შესაძლებელი პორტის გამოყენება?
ჭრილობის შეხორცებას რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე სჭირდება. ექიმი აფასებს, რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი პორტის გამოყენება.
რამდენ ხანს რჩება პორტი სხეულში?
პორტი ქიმიოთერაპიის დასრულებამდე რჩება – შესაძლოა კვირებით, თვეობით ან წლებითაც კი.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ინფექცია განვითარდა, პორტი შესაძლოა ამოიღონ და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა ჩადგან.
რომელი სიმპტომია საყურადღებო?
პორტის იმპლანტაციის შემდეგ რამდენიმე დღე შეიძლება იგრძნოთ ტკივილი ან სილურჯე. ეს ბუნებრივია.
ასეთ დროს ექიმი დაგინიშნავთ ტკივილგამაყუჩებელს.
თუ ქვემოთჩამოთვლილი სიმპტომთაგან რომელიმე შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს – შესაძლოა ინფექცია იყოს.
სიწითლე
შეშუპება
სისხლდენა
ტკივილი
მაღალი ტემპერატურა ან სიმხურვალე ჭრილობის ადგილზე
გაითვალისწინეთ:
თუ პორტი რეგულარულად არ გამოიყენება, საჭიროა მისი გამორეცხვა ყოველ 4–6 კვირაში, გამორეცხვის პროცედურას ასრულებს ექთანი.
პორტს არ სჭირდება სხვა დამატებითი მოვლა.
[პოსტში გამოყენებული ფოტო დაგენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ და ვიზუალურად წარმოაჩენს პორტის მდებარეობას სხეულზე]
გამოყენებული წყარო:
1. https://www.cancerresearchuk.org/…/into-your…/portacath
2. https://www.cancercenter.com/…/ports-and…/chemo-port
3. https://www.macmillan.org.uk/…/cancer…/implantable-ports
4. https://www.breastcancer.org/…/what-to-expect/ports-caths
