იმუნოთერაპია არის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც იყენებს ადამიანის საკუთარ იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი მიზანია გააძლიეროს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის მექანიზმი, რათა მან უკეთ ამოიცნოს და გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები.
ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და უცხო უჯრედებისგან. თუმცა კიბოს უჯრედებს ხშირად შეუძლიათ იმუნური სისტემისგან „დამალვა“. იმუნოთერაპია ეხმარება ორგანიზმს:
- უკეთ ამოიცნოს კიბოს უჯრედები
- გააქტიუროს იმუნური უჯრედები მათი გასანადგურებლად
- გააძლიეროს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვა
იმუნოთერაპიის ძირითადი ტიპები:
Adoptive cell therapy – პაციენტის იმუნური უჯრედების შეცვლა/გაძლიერება და მათი დაბრუნება ორგანიზმში.
Checkpoint inhibitors (იმუნური კონტროლის ინჰიბიტორები) – ხელს უშლის იმ მექანიზმებს, რომლებიც კიბოს უჯრედებს იმუნური სისტემისგან მალავს.
Monoclonal antibodies (მონოკლონური ანტისხეულები) – ლაბორატორიაში შექმნილი ანტისხეულები, რომლებიც პირდაპირ ებმება კიბოს უჯრედებს.
Cancer vaccines (კიბოს ვაქცინები) – ასწავლის იმუნურ სისტემას კიბოს ამოცნობას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
