46de795a b24e 47a3 8955 9d52efd87345

ავტორი: https://simsivne.ge

⭕ჰორმონოთერაპია (ენდოკრინული თერაპია) სიმსივნის მედიკამენტური თერაპიის ფორმაა, რომლითაც ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნეებს მკურნალობენ.

➡მედიკამენტების საშუალებით იბლოკება ან მცირდება ორგანიზმში ჰორმონების რაოდენობა, რაც ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, თუმცა ეს მეთოდი ყველა ტიპის კიბოსთვის არ არის ეფექტური.

➡ჰორმონდადებითი კიბოს ტიპები მოიცავს:

✔ძუძუს კიბო

✔პროსტატის კიბო

✔საშვილოსნოს კიბო

✔იშვიათ შემთხვევებში გამოიყენება საკვერცხის კიბოს სამკურნალოდაც

➡ჰორმონდადებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში

ჰორმონოთერაპია შესაძლოა დაინიშნოს ქირურგიულ ოპერაციამდე, რათა სიმსივნე შემცდირდეს ზომაში. თუმცა, ძირითადად, ინიშნება აქტიური მკურნალობის (ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) დასრულების შემდეგ.

➡რომელი ტიპის ჰორმონოთერაპიას გაივლით და რამდენი ხნის განმავლობაში, დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

✔გაქვთ თუ არა მენოპაუზა (კლიმაქსი);

✔რამდენად მაღალია კიბოს ხელახლა გაჩენის რისკი;

✔რამდენად ასატანია შერჩეული მედიკამენტის გვერდითი მოვლენები;

➡პაციენტის დიაგნოზის, ასაკის, ზოგადი ჯანმრთელობის გათვალისწინებით ექიმი ნიშნავს შესაბამის მედიკამენტს. ➡ჰორმონოთერაპია გრძელდება რამდენიმე წელიწადს, მაქსიმუმ 10 წელი.

➡ჰორმონოთერაპია ამცირებს ძუძუს კიბოს დაბრუნების რისკს. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა დანიშნული დროის განმავლობაში სრულად ჩაიტაროთ. შეეცადეთ, რომ პრეპარატების მიღება თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილად აქციოთ.

➡პაციენტების უმეტესობა ჰორმონოთერაპიის გვერდით მოვლენებს კარგად ეგუება. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება პირველ თვეებში, თუმცა დროთა განმავლობაში საგრძნობლად უმჯობესდება.

➡თუ გვერდითი მოვლენები არ იკლებს ან მათთან გამკლავება რთულია, აუცილებლად ესაუბრეთ თქვენს ონკოლოგს, რათა გამონახოთ ალტერნატიული გზები მათ შესამსუბუქებლად.

➡არსებობს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, რომელსაც ჰორმონული თერაპიის ყველა პრეპარატი იწვევს, თუმცა ზოგიერთი გვერდითი მოვლენა სპეციფიკურია კონკრეტული მედიკამენტისთვის. ჰკითხეთ ექიმს, თქვენი მედიკამენტის შემთხვევაში, რა გვერდით მოვლენებს უნდა ელოდეთ.

➡ჰორმონული თერაპიის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:

⭕ალები (hot flushes) და ოფლიანობა

⭕მენსტრუალური ციკლის ცვლილებები (თუ მენოპაუზამდე ხართ)

⭕სექსის მიმართ ინტერესის შემცირება

⭕ვაგინალური სიმშრალე ან გამონადენი

⭕გულისრევა

⭕სახსრების ტკივილი

⭕განწყობის ცვლილებები

⭕გადაღლილობა

გამოყენებული წყარო:

https://gsco.ge

https://www.cancerresearchuk.org/…/trea…/hormone-therapy

https://www.macmillan.org.uk/…/hormonal-therapy-for…

https://medconsilium.ge/…/hormonoterapiis-gzamkvlevi

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *