786a9fe1 28df 4b2f 97d2 2bb34c9c2b85

ავტორი: https://simsivne.ge

⭕PET- იგივე პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია — ეს არის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ადრეულ ეტაპზე ამოიცნობს კიბოს, გულის და ტვინის დაავადებებს.

🔹ხშირად ტარდება კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან (CT) ერთად — ამ კომბინაციას ეწოდება PET/CT.

🧠 განსხვავებით სხვა კვლევებისგან, PET არ გვაჩვენებს მხოლოდ ორგანოს სტრუქტურას — ის აფიქსირებს მეტაბოლიზმისა და სხეულის ბიოქიმიური პროცესების ცვლილებებს. ამ ცვლილებების ნიმუშების შეფასება სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკას უწყობს ხელს.

📍 რა მიზნით ინიშნება PET/CT?

✅ კიბოს დიაგნოსტიკისა და სტადიის დასადგენად

✅ მეტასტაზების აღმოსაჩენად და პირველადი კერის დასადგენად

✅ მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად (ქიმიო და სხივური თერაპიის შემდეგ)

✅ დაავადების დაბრუნების (რეციდივის) შესამოწმებლად

⭕ როგორ ტარდება PET/CT სკანირება?

🔹პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.

➡პაციენტის ვენაში შეჰყავთ მცირე რაოდენობის რადიოაქტიური პრეპარატი (იზოტოპი), რომელიც გროვდება იმ ადგილებში, სადაც მეტაბოლური აქტივობა — ანუ უჯრედების მუშაობა — უფრო მაღალია.

➡სკანერი აფიქსირებს ამ სიგნალებს და ქმნის დეტალურ სამგანზომილებიან გამოსახულებას.

⏱ პროცედურა გრძელდება დაახლოებით 1.5–2 საათი, თავად სკანირება კი — მხოლოდ 20–30 წუთი.

💡 როგორ მოვემზადოთ PET სკანირებისთვის?

➡ კვლევამდე 24 საათით ადრე:

🔹მოერიდეთ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს (პური, ტკბილეული, ბურღულეული, მაკარონი, ხილი, წვენები) მიზეზი მარტივია: ნახშირწყლები ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, რაც „აბნევს“ სკანირებას — რადგან PET აფიქსირებს სწორედ გლუკოზის მეტაბოლიზმს, სიმსივნის უჯრედები კი მას განსაკუთრებით აქტიურად ითვისებენ.

🔹 მიაწოდეთ ექიმს ინფორმაცია ყველა მედიკამენტზე, ვიტამინსა და დამატებზე, რასაც იღებთ.

🔹 6 საათით ადრე აღარ მიირთვათ საკვები (თუ დიაბეტი გაქვთ — ექიმის მითითებით).

🔹 შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ წყალი — რაც მეტს დალევთ, მით უკეთესად და დროულად გამოიდევნება რადიოაქტიური ნივთიერება ორგანიზმიდან.

🔹მოერიდეთ კოფეინს და ფიზიკურ დატვირთვას 24 საათით ადრე.

🔹ატარეთ მოსახერხებელი ტანსაცმელი და მოიხსენით მეტალის ნივთები.

🔹 ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

🔹 თუ გაქვთ კლაუსტროფობია, შეგიძლიათ წინასწარ მიიღოთ მსუბუქი დამამშვიდებელი.

⚠️ არის თუ არა უსაფრთხო?

🔹PET/CT სრულიად უსაფრთხო გამოკვლევად ითვლება.

რადიაციის დოზა ძალიან მცირეა და მალე გამოდის ორგანიზმიდან.

🔹იშვიათად შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ალერგიული რეაქცია ან ინექციის ადგილის გაღიზიანება.

➡PET-ტესტის შედეგები მომზადდება 48 საათში.

🔹„ცხელი წერტილები“ (hot spots) მიუთითებს მეტაბოლური აქტივობის ზრდაზე (შეიძლება კიბო იყოს, მაგრამ სხვა მიზეზებიც არსებობს).

🔹„ცივი წერტილები“ (cold spots) მიუთითებს აქტივობის დაქვეითებაზე (სისხლის ნაკადის დაქვეითება, ქსოვილის ნეკროზი).

➡საბოლოო ინტერპრეტაცია უნდა გააკეთოს ონკოლოგმა და პათოლოგმა.

👉 თუ თქვენი ექიმი გირჩევთ PET/CT-ს, ნუ ინერვიულებთ — ეს არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და ძალიან ეფექტური გამოკვლევა, რომელიც დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კურსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გთხოვთ გადააზიროთ პოსტი, რათა მეტმა ადამიანმა შეიტყოს ჩვენი გვერდის შესახებ 🩷

გამოყენებული წყარო:

PET Scan: Purpose, Procedure, and Side Effects

PET Scan: What It Is, Types, Purpose, Procedure & Results

Positron emission tomography scan – Mayo Clinic

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *